„ამაზე მეტი რა უნდა ისურვო, გილოცავთ! ვამაყობთ თქვენით!“- ალპანის საჯარო სკოლის ხუთივე კურსდამთავრებული სტუდენტია 
05-09-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა წარმატებით ხარობენ. სკოლის ხუთივე კურსდამთავრებულმა გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხა.

სკოლაში ახარებთ, რომ მათმა მრავალწლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო და ამაყობენ ახალგაზრდების მიღწევებით. 

2024-25 სასწავლო წელი! მე-12 კლასში - 5 მოსწავლე! 5 აბიტურიენტი! 5-ივე სტუდენტი!

ამაზე მეტი რა უნდა ისურვო, სკოლის დასრულებისას, ეროვნული გამოცდების შედეგების მოლოდინში!...

გილოცავთ! ვამაყობ თქვენით!

მომავალი წარმატებებიც გარანტირებულია, თქვენი მისწრაფება, მოტივაცია, შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა გარანტი!

გილოცავთ მშობლებო! გილოცავ ალპანის საჯარო სკოლავ!

გეხაროთ და გაგვახაროთ ჩვენო მოსწავლეებო!“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულთა დიდ გულშემატკივრებად და მხარდამჭერებად რჩებიან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203