„ბედნიერი და წარმატებული მომავალი ჩვენო გოგონებო!“- ლაჯანის საჯარო სკოლის დირექტორი ნათია მახარობლიძე კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
05-09-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ლიკა ურთმელიძემ, მარიამ და ნინო ლაკვეხელიანებმა  ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.

სკოლის დირექტორი ნათია მახარობლიძე, რომელიც ახალგაზრდების დიდი მხარდამჭერი გახლავთ, აღზრდილებს გამოცდებზე გულმხურვალედ გულშემატკივრობდა, დღეს კი მათი მიღწევებით ხარობს. 

სკოლის ხელმძღვანელი კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს და წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებს. მათ პედაგოგებს კი პროფესიული თავდადებისთვის მადლობას უხდის. 

„2024-25 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს: ლიკა ურთმელიძეს, მარიამ და ნინო ლაკვეხელიანებს დიდი სიხარულით ვულოცავთ სტუდენტობას, სასურველ ფაკულტეტებზე მოხვედრას!

️თქვენი ნიჭიერება, მიზანსწრაფულობა, შრომისმოყვარეობა უთუოდ დაგაძლევინებთ ცხოვრების ახალ-ახალ გამოწვევებს!

️თქვენი მოტივაცია კი ბევრწილად განაპირობა იმ მასწავლებლებმა, რომლებიც უანგაროდ, დიდი ენთუზიაზმითა და შემართებით გიკვალავდნენ გზას ცოდნის უსასრულო მინდორზე!

გილოცავთ, მასწავლებლებო ამ გოგონების წარმატებას და მადლობას გიხდით ნაყოფიერი მუშაობისთვის, კვლავაც ბევრი ღირსეული მოსწავლე-მოქალაქე აღგეზარდოთ მომავალში!

ბედნიერი და წარმატებული მომავალი ჩვენო გოგონებო!“,- წერს დირექტორი ნათია მახარობლიძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203