„ვულოცავთ, სრულიად სასკოლო საზოგადოებას ამ დიდ გამარჯვებას“ - ჭიათურის N1 საჯარო სკოლა ეკოსკოლების საერთაშორისო საზოგადოებას ოფიციალურად შეუერთდა
05-09-2025

ჭიათურის N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა გარემოსდაცვით განათლებასა და მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას. ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ სკოლა ეკოსკოლების საერთაშორისო საზოგადოების წევრი და „მწვანე დროშის“ მფლობელია. 

აღსანიშნავია, რომ ეკოსკოლების პროგრამა დაფუძნებულია 7 საფეხურიან მეთოდოლოგიაზე, რომლის  წარმატებით დანერგვის შედეგად, სკოლებს შეუძლიათ წარადგინონ განაცხადი მწვანე დროშის მოპოვებაზე.

ჭიათურის N1 საჯარო სკოლამ წარმატებით განახორციელა შვიდსაფეხურიანი გეგმა, დაიმსახურა "მწვანე დროშის" ჯილდო და ოფიციალურად შეუერთდა ეკოსკოლების საერთაშორისო საზოგადოებას. 

სკოლაში გამარჯვება ახარებთ და აღნიშნავენ დირექტორის -  გოჩა შუბითიძის, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების როლს მოპოვებულ წარმატებაში. 

„როგორც ყველა სკოლისთვის, ასევე ჩვენი სკოლისთვისაც ერთგვარი გამოწვევა იყო გასული სასწავლო წელი, მაგრამ ერთად დგომით და ერთმანეთის ხელშეწყობით ეს გამოწვევა დავძლიეთ და ბრწყინვალე შედეგი დავდეთ. როგორც იცით, „მწვანე დროშის“ მფლობელი სკოლები უკვე ცნობილია.

შეფასების შედეგად ხუთმა სკოლამ წარმატებით განახორციელა შვიდსაფეხურიანი გეგმა, დაიმსახურა „მწვანე დროშის“ ჯილდო და ოფიციალურად შეუერთდა ეკოსკოლების საერთაშორისო საზოგადოებას.

გვინდა სიხარულით გამცნოთ, რომ ერთ-ერთი გამარჯვებული ქალაქ ჭიათურის N1 საჯარო სკოლაა.

ვულოცავთ სრულიად სასკოლო საზოგადოებას ამ დიდ გამარჯვებას. ჩვენი ერთად დგომით და მონდომებით კვლავ მრავალ წარმატებას მივაღწევთ.

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენი სკოლის დირექტორს ბატონ გოჩა შუბითიძეს, რომელიც ყოველთვის მხარში გვიდგას და გვეხმარება.

მადლობას ვუხდით მოსწავლეებს ასეთი ჩართულობისა და გამოჩენილი ინტერესისთვის.

აგრეთვე დიდი მადლობა, მასწავლებლებს პროექტისთვის განხორციელებული აქტივობებისთვის.

მადლობა, მშობლებს, რომლებიც პერიოდულად დახმარებას უწევდნენ ეკოკომიტეტს.

კიდევ ბევრი გამარჯვება გვეზეიმოს ერთად. ჩვენ ერთი გუნდი ვართ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და წარმატებას ზეიმობენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203