
შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მათ წარმატებაზე აისახება. ამჯერად, სკოლაში კურსდამთავრებულის - ლიკა შეყილაძის წარმატებას აღნიშნავენ.
სკოლის კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ლიკას რეპეტიტორებთან არ უვლია. სკოლაში განსაკუთრებულად ახარებთ, რომ შრომა დაუფასდათ და მათმა აღზრდილმა სკოლაში მიღებული ცოდნით ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში. სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულს ბედნიერ სტუდენტობასა და წარმატებულ მომავალს უსურვებენ.
„სკოლის კურსდამთავრებულმა, ლიკა შეყილაძემ შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლა ღირსეულად დაამთავრა.
რეპეტიტორების გარეშე ჩააბარა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში – დაწყებითი განათლების ინტეგრირებულ (საბაკალავრო-სამაგისტრო) პროგრამაზე, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით სკოლის პედაგოგებს. ეს არის ერთგულების, შრომის და ცოდნის სიყვარულის შედეგი.
ლიკა, გისურვებთ უდიდეს წარმატებებს, სიხარულით სავსე სტუდენტობას და ახალი მიზნების განხორციელებას!“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში.