„მომავლის ქალაქი“ - მოსწავლეთა შექმნილი ინოვაციური მაკეტი და  დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის წარმატება STEAM პროექტში
05-09-2025

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლაში წახალისებული და მხარდაჭრილია STEAM განათლება, საბუნებისმეტყველო საგნების ხარისხიან და სიღრმისეულ სწავლებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე აისახება.

ამის ნათელი მაგალითია ინოვაციური მაკეტი თემაზე - „მომავლის ქალაქი“, რომელიც დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლამ STEAM პროექტის ფარგლებში შექმნა და წარმოადგინა. მაკეტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებული ყველა იმ შესაძლებლობით, რაც ქალაქს უნიკალურ და პროგრესულ სივრცედ აქცევს.

პროექტის განხორციელებისას, თითოეულმა მონაწილემ ზედმიწევნით გაითვალისწინა რეგლამენტის მოთხოვნები: მაკეტის კონსტრუქციაში გამოყენებული იყო მხოლოდ გადამუშავებული ან გადასამუშავებელი მასალები, ხოლო ქალაქის გეგმა ხელით, ციფრული ტექნოლოგიების გარეშე, იყო შესრულებული.

2025 წლის 12 ივნისს, ქალაქ ქუთაისში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო იმერეთის რეგიონის 12-მა საჯარო სკოლამ. მათ შორის იყო დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლაც.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმატებით წარადგინეს თავიანთი ნამუშევარი. სკოლას გადაეცა სერტიფიკატი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათი შრომისა და შემოქმედების მნიშვნელობას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203