აპელაციაზე მიღებული ქულის გასაჩივრებისთვის ვადა 1 თვე გაქვთ - დეტალური ინფორმაცია
04-09-2025

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აპელაციის შედეგები ყველა გამოსაცდელისთვის გამოაქვეყნა. გასაჩივრების შედეგად ნაწილს ქულა შეეცვალა, ზოგს მოემტა, ზოგსაც დააკლაა, უმეტესობას კი იგივე დარჩა, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია.

გთავაზობთ ინფორმაციას, იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოიქცეთ როცა თვლით, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გასაჩივრების მიუხედავად თქვენი ნაშრომი არასათანადოდ გაასწორა და არ ეთანხმებით მიღებულ ქულას:

შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება ტესტური დავალების შეფასების სისწორესთან დაკავშირებით შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64). 

აქვე შეგახსენებთ, რომ მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების აპელაციის შედეგები 2 სეტემბერს გამოქვეყნდა; სამაგისტრო გამოცდების აპელაციისს შედეგები 1-ელ სექტემბერს, ხოლო აბიტურიენტების 20 აგვისტოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203