„მადლობა, საუკეთესო წლებისთვის“- ღების საჯარო სკოლაში პედაგოგ ნუნუ ლობჯანიძეს დაბადების დღესა და პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლის იუბილეს ულოცავენ
04-09-2025

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში პედაგოგის პროფესია, მათი შრომა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილი დაფასებული და პატივსაცემია. 

გუშინ კი სკოლაში პედაგოგ ნუნუ ლობჯანიძის დაბადების დღე აღნიშნეს. 

ღების საჯარო სკოლა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავს ნუნუ ლობჯანიძეს დაბადების დღესა და სკოლაში მოღვაწეობის 50 წლის იუბილეს. 

ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში მისი პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება არაერთი თაობის აღზრდა-განათლებას დაეთმო, რასაც სკოლაში აფასებენ და დიდი პატივისცემით აღნიშნავენ. 

„ღების საჯარო სკოლა დიდი სიყვარულით  და პატივისცემით ულოცავს ქალბატონ ნუნუ ლობჯანიძეს დაბადების დღეს და სკოლაში მოღვაწეობის 50 წელს, ვუსურვებთ მას წელთა სიმრავლეს, წარმატებებს და ყველაფერს საუკეთესოს. მადლობა იმ საუკეთესო წლებისთვის, რაც სკოლაში გაატარა“,- ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203