„ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ მოსწავლეებს  შევაყვაროთ სწავლა“ - შულავერის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ტუკაზბან ფატდახოვა
04-09-2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი სიყვარულით იწყება. მაღალპროფესიონალი პედაგოგები და სითბოსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები კი მოსწავლეთა მოტივაციისა და ხარისხიანი განათლების საფუძველია. 

როგორც სკოლის დირექტორი ტუკაზბან ფატდახოვა აღნიშნავს, სკოლის პედკოლექტივი პროფესიონალურად და ერთგულად ასრულებს საკუთარ საქმეს. მათი მთავარი მიზანია ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლეებს მიუხარიათ

ამჟამად, სკოლაში სასწავლო პროცესის გასაახლებლად ემზადებიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მოსწავლეებს ნამდვილ დღესასწაულად უქციონ, ამით კი აუმაღლონ მოტივაცია და სწავლის წყურვილი. 

„წელს ორი პარალელური პირველი კლასი გვყავს, ველოდებით, რომ მათი რიცხოვნობა კიდევ გაიზრდება. ვფიქრობთ, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული უნდა იყოს, გამორჩეულად ვზრუნავთ ყველაზე პატარების - პირველკლასელების მოტივაციაზე. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბავშვები დავმუხტოთ დადებთი ემოციებით, გავუმარტივოთ ადაპტაცია. ამ დღეს სკოლის ეზოს საზეიმოდ ვრთავთ, მე როგორც დირექტორი ბავშვებს მივმართავ და სასწავლო პროცესის განახლებას ვულოცავ. მოსწავლეებს ვაცილებთ საზეიმოდ გაფორმებულ საკლასო ოთახებშ. ყველა მოსწავლის მერხზე ხვდება კუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები. დამრიგებლები გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს მართავენ, გარემო თბილი და სასიამოვნოა, რათა პატარებმა ადვილად შეძლონ ადაპტაცია და უხაროდეთ სკოლაში მოსვლა, შემდგომში ტარდება სახალისო გასართობ-შემეცნებითი თამაშები, სადაც ყველა პატარა ჩართულია“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის ხელმძღვანელი ტუკაზბან ფატდახოვა.

დირექტორის თქმით, სკოლის მაღალპროფესიონალი პედაგოგებით დაკომპლექტებული გუნდი ძალისხმევას არ იშურებს, რომ თითოეულმა მოსწავლემ მიიღოს არა მხოლოდ, საფუძვლიანი განათლება, არამედ ჩამოყალიბდეს ღირსეულ, მიზანდასახულ და ზრდილობიან პიროვნებად. 

„ძალიან კარგი პედკოლექტივი გვყავს, მაღალპროფესიონალურად ასრულებენ თავის საქმის. არ ვიშურებთ ძალისხმევას, რათა მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მორგებული გარემო შევუქმნათ, შევაყვაროთ სწავლა და რაც მთავარია, უხაროდეთ სკოლაში მოსვლა“, - აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ წელს სკოლა 24-მა მოსწავლემ დაამთავრა, რომელთაგან 14-მა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა. 10 მოსწავლე კი ეროვნულ გამოცდებზე არ გასულა. დირექტორის ვარაუდით ისინი საზღვარგარეთ გააგრძელებენ სწავლას. „საკმაოდ მომზადებული ბავშვები არიან ეჭვი არ მეპარება სკოლას ასახელებენ“,- ამბობს ის.

ახალგაზრდების დიდი მხარდამჭერი კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს და ბედნიერ მოვალსა და უსურვებს. 

„ყველა ახალგაზრდას ვუსურვებ ისწავლოს, იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრებით და ყველა დასახულ მიზანს მიაღწევენ“,- აღნიშნავს ტუკაზბან ფატდახოვა და სკოლაში ახალ თაობას დიდი სიყვარულით ელოდება. 

„პირველკლასელებს წიგნის სიყვარულს ვუსურვებ, ჩვენ ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ და ვეცდებით კეთილი, მიზანდასახული და ზრდილობიანი ბავშვები აღვზარდოთ“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203