„წელს მასწავლებლის ნაშრომები არ გაგისწორებიათ! გეგონება, გადასაყრელი 50-50 ლარები გვაქვს“... - პედაგოგები აპელაციის შედეგებზე
03-09-2025

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია. თუმცა აპლიკანტები უკმაყოფილებას ვერ მალავენ და სოციალურ ქსელში ღიად აფიქსირებენ, რომ მათ უსამართლოდ მოექცნენ. მათი ნაწილი სასამართლოში ჩივლს აპირებს. გთავაზობთ გამოხმაურებებს:

„არავის არაფრისთვის გადაუხედავს პირდაპირ გამოიტანეს შედეგები! სირცხვილი თქვენ“...

„ისე, თავად გამსწორებლებიც უნდა აბარებდნენ გამოცდას, ვნახოთ რას დაწერდნენ და ვინმე პროფესიონალი უნდა ამოწმებდეს“.

„ასე მგონია საერთოდ არ აქვთ წაკითხული და გასწორებული ნაწერი“...

„წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოუწევს ბევრი რამის ახსნა გამოცდების ეროვნულ ცენტრს“...

„ძალიან გაბრაზებული ვარ, ფულის მახე, უსამართლობა !!!!!!! გეგონება, ხალხს გადასაყრელი 50-50 ლარები აქვს, რომ მერე ამ უცოდინრებმა ისევ 0-ები წერონ“...

„კარგი იქნება თუ naec.ge შემოდგომით ყველა საგანში ჩაატარებს გამოცდას!“

„წელს მასწავლებლის ნაშრომები არ გაგისწორებიათ! დრო არ გქონდათ! უპასუხისმგებლობაა ეს!

„უსამართლო დამოკიდებულება“...

შეგახსენებთ, რომ გამოცდაზე გასულ აპლიკანტებს შეუძლიათ შედეგები თბილისის საქალაქო სასამაართლოში გაასაჩივრონ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში.

მასწავლებელთა გამოცდის საბოლოო ქულები ცნობილია - გამოაქვეყნდა აპელაციის შედეგები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203