ვალდებულება, რომელიც თითოეულ შერჩეულ მასწავლებელს ექნება - შეხსნება პედაგოგებს
04-09-2025
პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის კონკურსი 5 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება. მონაწილეობა შეუძლიათ IT მიმართულებით მომუშავე, კერძოდ, ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის, კომპიუტერული ქსელისა და სისტემების, ქსელის ადმინისტრირების, ვებ-ტექნოლოგიების, Front-end დეველოპმენტისა და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგის პედაგოგებს.
 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კანდიდატმა განაცხადის ფორმა უნდა შეავსოს შემდეგ ბმულზე: https://forms.office.com/e/d6r86YC9Q6
 
დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლისთვის გაწეული რეკომენდაცია (დანართი N2-ის ფორმით) უნდა წარადგინოს საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის Eflow- ის საშუალებით ან პროფესიული უნარების სააგენტოს ოფიციალურ ელ. ფოსტაზე: info@geoskills.ge
 
კანდიდატების შერჩევა განხორციელდება ბოლო 2 წლის განმავლობაში, პროფესიული საქმიანობის შედეგების ანალიზისა და მათი რეპლიკაციის გეგმის საფუძველზე.
 
სპეციალური კომისიის მიერ შეირჩევა 50 საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი, რომლებიც საქართველოში გაივლიან ტრენინგს თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ექსპერტების მიერ.
 
პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ტრენერების შეფასების საფუძველზე, 15 საუკეთესო მასწავლებელი სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება თურქეთის რესპუბლიკაში.
 
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტში მონაწილეობის შემდეგ თითოეული მასწავლებელი ვალდებული იქნება მიღებული ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივ კოლეგებს გაუზიაროს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203