
რა არის მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი ჯილდო? - ამ კითხვას სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ერთნაირად პასუხობენ - როდესაც საკუთარი შრომისა და ღვაწლის შედეგეს ხედავ. ეს შედეგი კი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დგება, როდესაც კურსდამთავრებულები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან.
მოსწავლეთა შედეგებით ამაყობს თელავის მუნიციპალიტეტის, იყალთოს საჯარო სკოლაც, რომელსაც 2025 წელს 7 კურსდამთვრებული ჰყავდა, ექვსი მათგანი სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩირიცხა, მათ შორის ორი ოქროსმედალოსანია.
etaloni.ge-ს იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ ბერძენაშვილი უამბობს, რომ ადმინისტრაცია და პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მოსწავლეებს მისცენ საფუძვლიანი განათლება; გარდა ამისა მკაცრად აღირიცხება გაკვეთილებზე დასწრება...
„წარმოიდგინეთ, ამის გამო სამი მოსწავლე სხვა სკოლაში გადავიდა. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია, როცა ბავშვი უმიზეზოდ აცდენს სკოლას... მიმაჩნია, რომ ზოგადად სკოლებში დასწრება მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს, სწავლის მიმართ უფრო მომთხოვნები ვიყოთ... ამით სწავლების ხარისხი ბევრად ამაღლდება და მოსწავლეებს არ ექნებათ დრო, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვან“.
იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორი სტუდენტებს უსურვებს, „ისწავლონ, იღვაწონ, რათა გახდნენ საქმის პროფესიონალები და გამოადგნენ საკუთარ ქვეყანას“.