
რა არის მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი ჯილდო? - ამ კითხვას სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ერთნაირად პასუხობენ - როდესაც საკუთარი შრომისა და ღვაწლის შედეგეს ხედავ. ეს შედეგი კი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დგება, როდესაც კურსდამთავრებულები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან და წარმატებული ტესტირების შემდეგ, სწავლას უმაღლეს სასწავლებელში განაგრძობენ.
დღეს გაგაცნობთ ვანის მუნიციპალიტეტის, ყუმურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებიც უკვე სტუდენტები არიან და საკუთარი მიღწევებით მშობლიურ სკოლას, ამაგდარ პედაგოგებს არაერთხელ მისცემენ სიამაყის საფუძველს.
ესენი გახლავთ: თეკლა თვალაბეიშვილი და სალომე თვალაბეიშვილი.
„ჩვენო სტუდენტებო, ჩვენო გონიერო, საამაყო გოგონებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას - სტუდენტის სანუკვარი სტატუსის მოპოვებას. ,გვჯერა, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებთ წარმატებებით!“, - ასე ეხმაურება ყუმურის საჯარო სკოლა კურსდამთვრებულთ მიღწევებს.