ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მოსწავლე კადეტთა ლიცეუმში ჩაირიცხა
03-09-2025

რა არის მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი ჯილდო?  - ამ კითხვას სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ერთნაირად პასუხობენ - როდესაც საკუთარი შრომისა და ღვაწლის შედეგეს ხედავ. ეს შედეგი კი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დგება, როდესაც კურსდამთავრებულები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან და წარმატებული ტესტირების შემდეგ, სწავლას უმაღლეს სასწავლებელში განაგრძობენ.

დღეს გაგაცნობთ ზესტაფონის N5  საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს - ნიკა სვიანაძეს, რომლიც სწავლას გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა ლიცეუმში განაგრძობს და საკუთარი მიღწევებით მშობლიურ სკოლას, ამაგდარ პედაგოგებს არაერთხელ გაუჩენს სიამაყის განცდას.

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლა ულოცავს X „ბ“ კლასის მიზანდასახულ და ბეჯით მოსწავლეს, ნიკა სვიანაძეს, ოცნების ასრულებას და გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა ლიცეუმის გამოცდებზე წარმატებით ასპარეზობას!
 
დიდი მადლობა მის ყველა მასწავლებელს, რომელთაც სათანადო წვლილი შეიტანეს ნიკას წარმატებაში! კვლავაც მრავალი ოცნება ახდენოდეს ცხოვრების გზაზე!
ზესტაფონის N5 საჯარო სკოლას ეამაყება ყველა თავისი მოსწავლე!“, - აღნიშნულია სკოლის მიერგავრცელებულ ინფორმაციაში.
 
 
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203