ხიდრის საჯარო სკოლის მედალოსანი კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ - დირექტორის მილოცვა
03-09-2025

რა არის მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი ჯილდო?  - ამ კითხვას სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ერთნაირად პასუხობენ - როდესაც საკუთარი შრომისა და ღვაწლის შედეგეს ხედავ. ეს შედეგი კი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დგება, როდესაც კურსდამთავრებულები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან და წარმატებული ტესტირების შემდეგ, სწავლას უმაღლეს სასწავლებელში განაგრძობენ.

დღეს გაგაცნობთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ხიდრის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებიც უკვე სტუდენტები არიან და საკუთარი მიღწევებით მშობლიურ სკოლას, ამაგდარ პედაგოგებს არაერთხელ მისცემენ სიამაყის საფუძველს.

კურსდამთვრებულთ მიღწევებს ეხმაურება ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ პაპავა:

„ბედნიერი ხარ, როდესაც შენი სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებებს აღწევენ, ოთხი კურსდამთავრებულიდან 3 ოქროსმედალოსანია და სამივე ეწყობა სასურველ სპეციალობებზე. პატარა და დიდო მარიამ (ასე გარჩევდით ერთმანეთისაგან, რადგან ორივეს ერთნაირი სახელი და გვარი გაქვთ), დემური გილოცავთ ამ დიდ წარმატებას, სამივემ კარგი შედეგი დადეთ და სასურველ ფაკულტეტებზე მოეწყვეთ; გისურვებთ ბედნიერ სტუდენტობას, საუკეთესო მომავალს, მუდამ ეამაყოს ხიდრის საჯარო სკოლას თქვენი წარმატებებით და ყველა გადადგმული ნაბიჯით. თქვენ კარგად იცით როგორ უყვარხართ ეთერი მასწავლებელს და მუდამ ჩემი ყურადღების ქვეშ იქნებით“!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203