
რა არის მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი ჯილდო? - ამ კითხვას სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ერთნაირად პასუხობენ - როდესაც საკუთარი შრომისა და ღვაწლის შედეგეს ხედავ. ეს შედეგი კი ერთიან მაშინ დგება, როდესაც კურსდამთავრებულები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან და წარმატებულ ნაბიჯებს დგამენ.
დღეს ტყიბულის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს, ნათია არაბიძეს, რომელმაც საკუთარი მიღწევებით მშობლიურ სკოლას, ამაგდარ პედაგოგებს არაერთხელ გაუჩინა სიამაყის განცდა.
„ტყიბულის N2 საჯარო სკოლა ულოცავს სკოლის კურსდამთავრებულს, ნათია არაბიძეს, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის „ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის“ თავმჯდომარედ დანიშვნას და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქიანობაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.