„გისურვებთ შინაარსიან სტუდენტურ წლებს“ - ხიზაბავრის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულთა მიღწევებით ამაყობს
03-09-2025

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია და უკვე ყოფილი აბიტურიენტები საკუთარ წარმატებებს სოციალურ ქსელში ასაჯაროებენ. მათით ამაყობენ მშობლები, მასწავლებლები და იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორები, სადაც ახლა უკვე პირველკურსელებმა ცხოვრების უმნიშნელოვანესი წლები გაატარეს.

მოსწავლეთა შედეგებით ამაყობს ასპინძის მუნიციპალიტეტის, ხიზაბავრის საჯარო სკოლაც -  ბავშვები სხვადასხვა სასწავლებელში განაგრძობენ სწავლას.

ეს არცაა გასაკვირი, რადგან ხიზაბავრის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე და საგნობრივი ცოდნის გადაცემის პარალელურად, მათ უვითარებენ ისეთ უნარებს, რომლებიც ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ. 

„ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს: მარიამ ადეიშვილს, თამუნა კალაიჯიშვილს, ქეთინო კალაიჯიშვილსა და ლიკა ქუქჩიშვილს სტუდენტობას.

გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას, შინაარსიან, სიახლეებით სავსე სტუდენტურ წლებს“, - ასე ეხმაურება ხიზაბავრას საჯარო სკოლა კურსდამთვრებულთა წარმატებით გადასხვლას ცხოვრების ახალ ეტაპზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203