
რა არის მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი ჯილდო? - ამ კითხვას სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ერთნაირად პასუხობენ - როდესაც საკუთარი შრომისა და ღვაწლის შედეგეს ხედავ. ეს შედეგი კი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დგება, როდესაც კურსდამთავრებულები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან და წარმატებული ტესტირების შემდეგ, სწავლას უმაღლეს სასწავლებელში განაგრძობენ.
დღეს გაგაცნობთ მცხეთის მუნიციპალიტეტის, ნიჩბისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს რომლებიც უკვე სტუდენტები არიან და საკუთარი მიღწევებით მშობლიურ სკოლას, ამაგდარ პედაგოგებს არაერთხელ მისცემენ სიამაყის საფუძველს.
„ყველა პირველკურსელს და განსაკუთრებით ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ვულოცავთ სტუდენტობას! წარმატებები ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური.
ნათია კანდელაკი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.
ლუკა გოგილაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მარიამ ოსეფაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ანი ალავერდაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.