
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია და უკვე ყოფილი აბიტურიენტები საკუთარ წარმატებებს სოციალურ ქსელში ასაჯაროებენ. მათით ამაყობენ მშობლები, მასწავლებლები და იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორები, სადაც ახლა უკვე პირველკურსელებმა ცხოვრების უმნიშნელოვანესი 12 წელი გაატარეს.
მოსწავლეთა შედეგებით ამაყობს დმანისის მუნიციპალიტეტის, კიზილქილისას საჯარო სკოლაც - ბავშვები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძობენ სწავლას.
ეს არცაა გასაკვირი, რადგან კიზილქილისას საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე და საგნობრივი ცოდნის გადაცემის პარალელურად, მათ უვითარებენ ისეთ უნარებს, რომლებიც ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.
„კიზილქილისას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი ნატო დევნოზაშვილი და მთელი სასკოლო საზოგადოება ვულოცავთ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას და უსურვებს წარმატებებს: როვშან ალიევს, აითაჯ ალიევას, აისუნ მამედოვას, ქაზიმ აბდულევი და ალი გუსეინოვს.
ვამაყობთ რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები ხართ“., - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.