
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია და უკვე ყოფილი აბიტურიენტები საკუთარ წარმატებებს სოციალურ ქსელში ასაჯაროებენ. მათით ამაყობენ მშობლები, მასწავლებლები და იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორები, სადაც ახლა უკვე პირველკურსელებმა ცხოვრების უმნიშნელოვანესი წლები გაატარეს.
მოსწავლეთა შედეგებით ამაყობს წალკის მუნიციპალიტეტის, ავრანლოს საჯარო სკოლაც - ბავშვები სხვადასხვა სასწავლებელში განაგრძობენ სწავლას.
ეს არცაა გასაკვირი, რადგან ავრანლოს საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე და საგნობრივი ცოდნის გადაცემის პარალელურად, მათ უვითარებენ ისეთ უნარებს, რომლებიც ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.
„სრულიად საქართველოს ყველა პირველკურსელს და განსაკუთრებით ავრანლოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს გილოცავთ ცხოვრების ახალი, უფრო დამოუკიდებელი და კიდევ უფრო საინტერესო ეტაპის დაწყებას - სტუდენტობას.
წინ საინტერესო და აქტიური ცხოვრება გელით!
თქვენი დიდი წარმატება იწყება დღეიდან!
გისურვებთ პირად წარმატებებს და ქვეყნის სასიკეთო საქმეების კეთებას!
P.S. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს, თამუნა ანთაძეს ვულოცავთ 100%-იანი გრანტით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კარის შეღებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.