„თქვენ ჩვენი მომავალი ხართ!“ - დაბა თრიალეთის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
03-09-2025

რა არის მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი ჯილდო?  - ამ კითხვას სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ერთნაირად პასუხობენ - როდესაც საკუთარი შრომისა და ღვაწლის შედეგეს ხედავ. ეს შედეგი კი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დგება, როდესაც კურსდამთავრებულები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან და წარმატებული ტესტირების შემდეგ, სწავლას უმაღლეს სასწავლებელში განაგრძობენ.

დღეს გაგაცნობთ წალკის მუნიციპალიტეტის, დაბა თრიალეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებიც უკვე სტუდენტები არიან და საკუთარი მიღწევებით მშობლიურ სკოლას, ამაგდარ პედაგოგებს არაერთხელ მისცემენ სიამაყის საფუძველს.

„აწ უკვე სტუდენტი გოგონები

გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და გისურვებთ, თქვენი ყოველი ნაბიჯი წარმატებული ყოფილიყოს.

თქვენ ჩვენი მომავალი ხართ!!!

P.S. აგრეთვე ყველა სტუდენტს გილოცავთ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203