„იმედი გვაქვს, მშობლიურ სკოლაში მასწავლებლად დაბრუნდები“... ჩანტლისყურის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულს სტუდენტობას ულოცავს
03-09-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის, ჩანტლისყურის საჯარო სკოლა წლებია დგას მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების დამსახურებით, ახალგაზრდები იღებენ საფუძვლიან განათლებას, რაზეც მეტყველებს მათი წარმატებები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

დღეს გვინდა გაგაცნოთ ალისა, სკოლის კურსდამთავრებული, რომელიც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართული ფილოლოგიის, სტუდენტი გახდა და ორმაგად საამაყოა, რომ იგი „ჩანტლისყურის საჯარო სკოლის ისტორიაში პირველი სტუდენტია და ასევე პირველი გოგო  სკოლიდან, რომელიც ქართულ ფილოლოგიაზე ისწავლის“.

„ეს ალისაა - ის დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართული ფილოლოგიის, სტუდენტი გახდა!

ალისა ჩანტლისყურის საჯარო სკოლის ისტორიაში პირველი სტუდენტია და ასევე პირველი გოგო ჩვენი სკოლიდან,რომელიც ქართულ ფილოლოგიაზე ისწავლის.

ალისას დიდი სიხარულით ულოცავს მშობლიური სკოლა ამ საოცარ წარმატებას და იმედი აქვს, რომ ის აუცილებლად დაბრუნდება მასწავლებლად მშობლიურ სკოლაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203