„ეს მიღწევა თქვენი დიდი შრომისა და მონდომების შედეგია! - ქვემო ქედის საჯარო სკოლა მოსწავლეებით ამაყობს
03-09-2025

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, ქვემო ქედის საჯარო სკოლა წლებია დგას მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების დამსახურებით, ახალგაზრდები იღებენ საფუძვლიან განათლებას, რაზეც მეტყველებს მათი წარმატებები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

ახლა, როდესაც 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია, უკვე ყოფილი აბიტურიენტები საკუთარ წარმატებებს სოციალურ ქსელში ასაჯაროებენ.

მათით ამაყობენ მშობლები, მასწავლებლები და იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორები, სადაც ახლა უკვე პირველკურსელებმა ცხოვრების უმნიშნელოვანესი 12 წელი გაატარეს.

მოსწავლეთა შედეგებით ამაყობს ქვემო ქედის საჯარო სკოლაც:

„ჩვენი სკოლის აბიტურიენტებს ვულოცავთ სასურველ უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებზე ჩარიცხვას!

ეს მიღწევა თქვენი დიდი შრომისა და მონდომების შედეგია!

გვწამს, რომ თქვენი მომავალი იქნება ახალი შესაძლებლობებით, პროფესიული წარმატებებითა და ღირსეული მიღწევებით სავსე!“, - აღნიშNულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203