ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში წარმატებული ჩართულობისთვის, სერტიფიკატები გადაეცათ
02-09-2025
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე. ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში.
 
ამის დასტურია ზემო მაჩხაანის მე-5 და მე-10 კლასების მოსწავლეთა მონაწილეობა ETwinning-ის საერთაშორისო პროექტებში და როგორც სკოლაში etaloni.ge-ს უამბობენ, ბავშვებმა წარმატებით გაართვეს თავი სხვადასხვა აქტივობასა თუ დავალებას.

„ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მე-5 და მე-10 კლასის მოსწავლეები ჩართულები იყვნენ ETwinning-ის საერთაშორისო პროექტებში:

V კლასი: Empathy and Ethics in the Digital World: Digital Citizenship Education with Social and Emotional Skills(ემპათია და ეთიკა ციფრულ სამყაროში-ციფრული მოქალაქეობის განათლება სოციალურ და ემოციურ უნარებზე);

V კლასი : AI Mosaic ( ხელოვნური ინტელექტის მრავალფეროვნება);

X კლასი- SMART Citizens: Digital Future Begins Now (ჭკვიანი მოქალაქეები: ციფრული მომავალი იწყება ახლა);

ჩვენმა მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი სხვადასხვა სახის აქტივობებსა და დავალებებს. ისინი მონაწილეობდნენ საერთაშორისო ვიდეო შეხვედრებში და დაჯილდოვდნენ შესაბამისი სერთიფიკატებით.

პროექტებს კი ხელმძღვანელობდა ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი თეონა საბიაშვილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203