გაიცანით ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მედალოსანი კურსდამთავრებულები, რომლებიც ახლა უკვე სტუდენტები არიან
02-09-2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ხორნაბუჯის საჯარო სკოლა წლებია დგას მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების დამსახურებით, ახალგაზრდები იღებენ საფუძვლიან განათლებას, რაზეც მეტყველებს მათი წარმატებები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

დღეს გვინდა გაგაცნოთ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები, ოქროსა და ვერცხლის მედლის კანდიდატები, მარიამ ქურციკიძე და თემურ ზურაშვილი, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას მიაღწიეს და ახლა უკვე სტუდენტები არიან.

„ხორნაბუჯის საჯარო სკოლის კოლექტივი, დირექტორის, მარინა მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით, ულოცავს წარჩინებულ კურსდამთავრებულებს - მარიამ ქურციკიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით საბაკალავრო პროგრამების, ინგლისური ფილოლოგიის და თემურ ზურაშვილს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტების სტუდენტობას. სკოლა წარმატებებს უსურვებს მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203