
თბილისის კერძო სკოლა „ცოდნის“ მოსწავლემ ამერიკის ერთ-ერთ ცნობილ სასწავლებელში ჩააბარა და მომდევნო სასწავლო წელს შტატებში ისწავლის.
„სიხარულით გიზიარებთ, რომ ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, საბა აბლოთიამ, წარმატებით ჩააბარა ამერიკის ერთ-ერთ ცნობილ სასწავლებელში – McDonell Central Catholic High School-ში.
საბამ მიიღო უდიდესი შესაძლებლობა და 2025-2026 სასწავლო წელს სწავლას ამერიკაში გააგრძელებს.
ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა არა მხოლოდ საბასთვის, არამედ ჩვენი სკოლისათვისაც, რომელიც კვლავ ამტკიცებს, რომ ხარისხიანი განათლება და მონდომება საერთაშორისო შესაძლებლობების კარს ხსნის.
ვულოცავთ საბას ამ უდიდეს წარმატებას და ვუსურვებთ ცოდნის, გამოცდილებისა და ახალი მეგობრების შეძენას ამერიკულ საგანმანათლებლო სივრცეში!“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.