
ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეები ხარისხიან განათლებას იღებენ და საამაყო შედეგებსაც აჩვენებენ სახელმწიფო გამოცდებში.
„გიმნაზიის კურსდამთავრებულებს სიყვარულითა და სიამაყით ვულოცავთ სტუდენტობას. ორმა კურსდამთავრებულმა მაგდა დუმბაძემ და თათია კონცელიძემ 50%-ნი გრანტი მოიპოვა, რითაც ძალიან ამაყები ვართ.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ ჩვენი კურსდამტავრებულები - მაგდა დუმბაძე, ანა ბერიძე, ანა ველიაძე, ანუკი დუმბაძე, ლიზი იმნაძე; ასევე თათია კონცელიძე ჩაირიცხა ალტე უნივერსიტეტში; ვანო ფალავანდიშვილი და საბა ზოიძე - საზღვაო აკადემიაში ჩაირიცხნენ ხოლო ანრი ათაბაძე - ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტის სტუდენტი გახდა;
გვახარებს მათი წარმატება და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას ვუსურვებთ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.