
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა ამაყობს წარმატებული კურსდამთავრებულებით. სკოლის მოსწავლეებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სანიმუშო შედეგები აჩვენეს და სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში წარმატებით ჩაირიცხნენ.
სკოლის მიერ გამოქვეყნებულ მისალოც ტექსტში ვკითხულობთ: „სიხარულითა და სიამაყით გვსურს გაცნობოთ, რომ 2024-2025 სასწავლო წლის ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის 76 კურსდამთავრებულიდან 71 უკვე სტუდენტია, მათ შორის 16 - სახელმწიფო გრანტის მფლობელი!
სტუდენტობას გილოცავთ, ძვირფასო გიმნაზიელებო!
გისურვებთ წარმატებებს!
ჩვენ მუდამ ვიამაყებთ ჩვენი ღირსეული მოსწავლეებით“.