საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა ახალ 2025-2026 სასწავლო წელს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო სიახლით იწყებს
02-09-2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა ახალ 2025-2026 სასწავლო წელს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო სიახლით იწყებს. სექტემბრიდან მოსწავლეები მათემატიკის IB MYP სახელმძღვანელოებით ისწავლიან, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლაში აღნიშნული მიმართულება ძლიერდება და სასწავლო პროგრამა საერათშაორისო სტანდარტის შესაბამისი ხდება. 
 
იმისთვის რომ სწავლება მაღალ დონეზე ჩატარდეს პედაგოგება გადამზადების კურსი უკვე გაიარეს.

„სიხარულით გაცნობებთ, რომ 2025–2026 სასწავლო წლიდან ჩვენი სკოლა სრულად გადადის მათემატიკის სწავლების საერთაშორისო მოდელზე — Mathematics for the IB Middle Years Programme (MYP), 1–დან 9-ე კლასის ჩათვლით!

1–3 კლასებში უკვე სამი წელია წარმატებით ვიყენებთ მათემატიკის საერთაშორისო პროგრამას.

6–7 კლასებში მიმდინარე წელს სატესტოდ დავნერგეთ პროგრამის ელემენტები, რამაც მოსწავლეებისა და მასწავლებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.

მიღებული გამოცდილებისა და დადებითი უკუკავშირის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი წლიდან მათემატიკა სრულად ვასწავლოთ IB MYP სახელმძღვანელოებით.

-რას ნიშნავს ეს ჩვენი მოსწავლეებისთვის?

  • სწავლება 21-ე საუკუნის უნარებზე დაფუძნებული მეთოდებით;
  • კრიტიკულ, ანალიტიკურ და ლოგიკურ აზროვნებაზე ორიენტირებული ამოცანებით სწავლებას;
  • თეორიის გამოყენებას რეალური სამყაროს პრობლემების გადაჭრაში;
  • განათლებას, რომელიც შეესაბამება მსოფლიო საგანმანათლებლო სტანდარტებს.

ჩვენმა მასწავლებლებმა გაიარეს სპეციალური ტრენინგები, რათა უზრუნველყონ მაღალი ხარისხის სწავლება და თითოეული მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული მიდგომა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვაძლევთ ჩვენს მოსწავლეებს შანსს — სწავლობდნენ ინოვაციურად, ხარისხიანად და მომავალზე ორიენტირებულად!“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203