
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლის ხელმძღვანელისა და პედაგოგების ინიციატივით ზგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არაერთ საინტერესო პროექტში იღებს მონაწილეობას.
ამჯერად უშაფათის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოების წევრები კომუნიკაციების კომისიის მიერ განხორციელებულ, ციფრული მხარდაჭერის პროგრამაში იყვნენ ჩართული, რომლის ფარგლებშიც ორი ტრენინგმოდული ჩატარადა ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ.
ტრენინგს ატარებდნენ სალომე გუგუჩია და თამარ ჩიქავა, ხოლო დასრულების შემდგომ მონაწილეებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.