
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მუდმივად ცდილობენ, მოსწავლებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას შეუწყონ ხელი, ამ მიზნით აქტიურად რთავენ თავიანთ მოსწავლეებს სხვადსხვა ტიპის კონკურსებში და არაერთ წარმატებასაც აღწევენ.
ამჯერად, წარმატება მოიპოვა ყარაჯალას სკოლის ერთ-ერთმა საამაყო მოსწავლემ, ფაქიზა მეხტიევამ კონკურსში „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე". მოსწავლის დამრიგებელი ლიანა მუკბანიანია.
„შემოქმედებითი კონკურსის „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე" გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი დაიკავა - ფაქიზა მეხტიევმა
GAEN-ის რჩეული გახდა და შესაბამისად მეორე ადგილი დაიკავა - თეონა გოგებაშვილმა
სოციალური ქსელის რჩეული კი ყველაზე მეტი Like-ებით გახდა, თათა ლაგვილავას ნამუშევარი.
გამარჯვებულებს გადაეცემათ შესაბამისი საპრიზო ფულადი ჯილდოები. ნაშრომები კი გამოქვეყნდება ორგანიზაციის სოციალურ გვერდებზე, გამოიფინება დაჯილდოვების ცერემონიალზე და დაიბეჭდება ორგანიზაციის საინფორმაციო რესურსებზე. ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.