ქუთაისში ბებიამ 2 წლის შვილიშვილს Tik-Tok ლაივში სცემა - ქალი დაკავებულია
01-09-2025

დაკავებულია ბებია, რომელმაც ქუთაისში ორ წლამდე ბავშვი tik-tok ლაივში სცემა. სოციალური ქსელით გავრცელებულ კადრების მიხედვით, ქალი შვილიშვილს მას შემდეგ გაუსწორდა, რაც მცირეწლოვანმა საკვებით სავსე თეფშს ხელი ჰკრა, - ინფორმაციას „TV პირველი“ ავრცელებს. 

მათივე ცნობით, თბილისში თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს მოქალაქე, ვინც ძალადობის ამსახველი ვიდეო ნახა, ჩამოწერა და საკუთარ გვერდზე განათავსა; იგი შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებდა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბავშვის ბებია 126-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის მუხლით - დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203