ნახახულევის საჯარო სკოლის მასწავლებელს, ციალა ბენდელიანს ფილოლოგიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა 
01-09-2025

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანმა მასწავლებელმა, ქალბატონმა ციალა ბენდელიანმა, უმაღლესი შეფასებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

„დისერტაციის საჯარო დაცვა შედგა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეცნიერო ხელმძღვანელი: ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი რუსუდან საღინაძე, ოფიციალური შემფასებლები: საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მანანა ტაბიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მამია ფაღავა.

უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭომ, სადისერტაციო კომისიის წევრებმა ერთხმად აღნიშნეს სადისერტაციო ნაშრომის მაღალი მეცნიერული დონის შესახებ, მათი აღნიშვნით, დისერტაციის ეს დაცვა ერთ-ერთი გამორჩეული იყო. დაცვას სამეცნიერო ზეიმის სახე ჰქონდა. დასასრულ ქალბატონ ციალას საზეიმო ვითარებაში მოასხეს მეცნიერებათა დოქტორის მანტია, შესრულდა ჰიმნი.

სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები გულითადად ულოცავენ ქალბატონ ციალას ფილოლოგიის დოქტორის ხარისხს და უსურვებენ შემდგომ წარმატებებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203