
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლა ამაყობს კურსდამთავრებულების წარმატებით და ცხოვრების ახალი ეტაპის ღირსეულად გავალას უსურვებს მათ.
სკოლის მიერ მოწოებული ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ.
„გილოცავთ სახელმწიფო გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სტუდენტური ცხოვრების დაწყებას. გსურვებთ უკეთეს მომავალს, წარმატებებს და დიდხან სიცოცხლეს“, - აღნიშნულია მისალოც ტექსტში.