მარნეულის მუნიციპალიტეტის, შაუმიანის N1 საჯარო სკოლა წლებია დგას მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე. სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე და საგნობრივი ცოდნის გადაცემის პარალელურად, მათ უვითარებენ ისეთ უნარებს, რომლებიც ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარება.
სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების დამსახურებით, შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დაუძლეველი ბარიერები არ არსებობს. ისინი მიდიან წინ, წარმატებისკენ და მშობლიურ სკოლას, ამაგდარ პედაგოგებს სიამაყის საფუძელს უქმნიან.
ასე მოხდა 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - შაუმიანის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სრული დაფინანსებით განაგრძობენ სწავლას:
ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს
სეირან სარქისიაი - 100%-იანი გრანტი
ჰოვანეს პარავიანი - 100%-იანი გრანტი
პოვიკ აკოპიანი - 100%-იანი გრანტი
კოლია პარავიანი - 100%-იანი გრანტი
„გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. საინტერესო, სიახლეებით სავსე სტუდენტურ ცხოვრებას გისურვებთ!“ - ასე ეხმაურება მშობლიური სკოლა ყოფილ მოსწავლეთა წარმატებას.