
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი ცოდნა. სწორედ პედაგოგების დამსახურებით, თემის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებულები მუდმივად წინსვლასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულები, რაზეც მეტყველებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაფიქსირებული მათი შედეგები.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია დიმა კვარაცხელია, რომელიც ბათუმის საზღვაო აკადემიაში ჩაირიცხა.
აქვე გთავაზობთ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებულ შედეგებს: ქართული 51 (მაქს. 60); ინგლისური 63 (მაქს. 70); მათემატიკა 20 (მაქს. 51); გეოგრაფია 40 (მაქს. 59).