ყველაზე მეტი 0 ქულა ქართულის გამოცდაზე დაიწერა - 0-დან 10 ქულამდე 3357-მა აბიტურიენტმა მიიღო
29-08-2025

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა საგნების მიხედვით. ცნობილია ისიც, თუ რამდენმა აბიტურიენტმა მიიღო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ერთნიშნა ქულა 0-9, მაშინ, როდესაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 14 და მეტი გახლდათ.

აქვე აღსანიშნავია, რომ 39 ათასზე მეტ აბიტურიენტს შორის, 0 ქულა 9 შემთხვევაში დაიწერა და მათ შორის ყველაზე მეტი - 6, სწორედ ქართულში დაფიქსირდა.

რამდენი 0 ქულა დაიწერა ეროვნულებზე - საგნების მიხედვით სტატისტიკა ცნობილია

მშობლიური ენისა და ლიტერატურის ტესტირების 10 ქულამდე მიღების მაჩვენებელი კი ასეთია:

0 ქულა - 6-მა აპლიკანტმა მიიღო, 1 ქულა - 18-მა, 2 ქულა - 68-მ, 3 ქულა - 138-მა, 4 ქულა - 284-მა, 5 ქულა - 375-მა, 6 ქულა - 420-მა, 7 ქულა - 595-მა, 8 ქულა - 688-მ, ხო9ლო 9 ქულა 765-მა.

ჯამში 0-დან 10 ქულამდე დაიმსახურა 3357-მა აბიტურიენტმა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203