რომელი მასწავლებლები რჩებიან შვებულებაში 10 სექტემბრამდე - განმარტება
29-08-2025

15 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი იწყება, თუმცა მანამდე პედაგოგები და ადმინისტრაცია სკოლებში ბრუნდებიან, რათა ყველა საორგანზაციო საკითხი მოაგვარონ. სექტემბერის 1-ელი რიცხვიდან ოფიციალურად, მასწავლებლების კუთვნილი შვებულება სრულდება. თუმცა წელს, გარკვეული გამონაკლისი მოქმედებს.

საქმე ის გახლავთ, რომ სამურვეო საბჭოს არჩევენბი საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 14 ივლისს, სწორედ მაშინ ჩატარდა, როდესაც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები შვებულებაში იყვნენ. არჩევნებზე გამოუცხადებლობა კი შესაძლოა მათ ხელფასზე ასახულიყო.

აქედან გამომდინარე, კენჭისყრამდე სკოლებში განათლების სამინისტროს წერილი დაიგზავნა, სადაც განმარტებული იყო, რომ რამდენი დღიათაც გვიან გავიდოდნენ მასწავლებლები შვბეულებში, იმდენი საშვებულებო დღე სექტემბერში დაემატებოდათ.

ასე რომ, პედაგოგების ნაწილი სკოლებში 10 სექტემბრამდე არ დაბრუნდება.

ინფორმაციისთვის: კანონით მასწავლებლებს 40-დღიანი შვებულება აქვთ, რომელიც 5 ივლისიდან იწყება.

მასწავლებლებს საშვებულებო დღეები სექტემბერში დაემატებათ - სამეურვეო საბჭოს არჩევნები

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203