
ქუთაისის N24 საჯარო სკოლა წლებია დგას მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე. სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე და საგნობრივი ცოდნის გადაცემის პარალელურად, მათ უვითარებენ ისეთ უნარებს, რომლებიც ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.
სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების დამსახურებით ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დაუძლეველი ბარიერები არ არსებობს. ისინი მიდიან წინ, წარმატებისკენ და მშობლიურ სკოლას, ამაგდარ პედაგოგებს სიამაყის საფუძელს უქმნიან.
ასე მოხდა 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - კურსდამთავრებულები საკუთარ წარმატებებს სოციალურ ქსელშიც ასაჯაროებენ. მშობლიურმა, ქუთაისის N24 საჯარო სკოლამ კი სტუდენტობა პერონალური ბანერებით მიულოცა.
„გრანტები და სასურველი უნივერსიტეტები“... ასე ეხმაურება სკოლა კურსდამთავრებულთა სტუდენტობას.
გაიცანით თითოეული მათგანი:
