საბოლოო შედეგები ცნობილია - იხილეთ რომელ უნივერსიტეტში ჩაირიცხეთ და მოიპოვეთ თუ არა გრანტი
26-08-2025

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები და გრანტის ოდენობა აბიტურიენტების ცნობილია - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმღვანელმა ნინო წერეთელმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გთავაზობთ 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებს. შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. 
 
 
სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას, თუ რომელი უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. პირად გვერდზე მოცემულია აგრეთვე ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ. 
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს მომავალ სტუდენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებელია დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203