მასწავლებლები საქმიანობის შედეგების ანალიზისა და რეპლიკაციის გეგმის საფუძველზე შეირჩევიან - საჭიროა დირექტორის რეკომენდაცია
28-08-2025

პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის კონკურსი დაიწყო - მონაწილეობა შეუძლიათ IT მიმართულებით მომუშავე მასწავლებლებს, კერძოდ, ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის, კომპიუტერული ქსელისა და სისტემების, ქსელის ადმინისტრირების, ვებ-ტექნოლოგიების, Front-end დეველოპმენტისა და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგის პედაგოგებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კანდიდატმა, 2025 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით, განაცხადის ფორმა უნდა შეავსოს შემდეგ ბმულზე:

https://forms.office.com/e/d6r86YC9Q6

დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლისთვის გაწეული რეკომენდაცია (დანართი N2-ის ფორმით) უნდა წარადგინოს საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის Eflow- ის საშუალებით ან პროფესიული უნარების სააგენტოს ოფიციალურ ელ. ფოსტაზე: info@geoskills.ge

კანდიდატები შეირჩევიან ბოლო 2 წლის განმავლობაში, პროფესიული საქმიანობის შედეგების ანალიზისა და მათი რეპლიკაციის გეგმის საფუძველზე.

სპეციალური კომისიის მიერ შეირჩევა 50 საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი, რომლებიც საქართველოში გაივლიან ტრენინგს თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ექსპერტების მიერ.

პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ტრენერების შეფასების საფუძველზე, 15 საუკეთესო მასწავლებელი სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება თურქეთის რესპუბლიკაში.

საერთაშორისო ვიზიტში მონაწილეობის შემდეგ თითოეული მასწავლებელი ვალდებული იქნება მიღებული ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივ კოლეგებს გაუზიაროს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203