„პირველკლასელების ეფექტიანი ტრანზიცია სკოლაში“ - ინფორმაცია დირექტორებისათვის, დამრიგებლებისათვის, საგნის მასწავლებლებისთვის
28-08-2025

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ინციატივით 2025 წლის 2 სექტემბერს, 14:00 საათზე იგეგმება ონლაინ ვებინარი თემაზე „პირველკლასელების ეფექტიანი ტრანზიცია სკოლაში“.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სკოლის პირველ კლასში ეფექტიან ტრანზიციასთან (გადასვლა/ჩართვა) დაკავშირებული ძირითადი საკითხები. კერძოდ:

  •  ტრანზიციის არსი
  • ტრანზიციის პროცესში მონაწილე სუბიექტები
  • ტრანზიციის პროცესის მიმდინარეობა
  • ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმა

საინფორმციო შეხვედრა განკუთვნილია სკოლის წარმომადგენლებისათვის, მათ შორის, დირექტორებისათვის, დამრიგებლებისათვის, საგნის მასწავლებლებისა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისათვის, ასევე მშობლების/კანონიერი წარმოამდგენლებისა და თემით დაინტერესებული სხვა პირებისათვის.

შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია 2025 წლის 29 აგვისტომდე გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე - https://forms.office.com/e/iSXsu0Y5uu

ყველა დარეგისტრირებული პირი 01 სექტემბერს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს ვებინარზე დასასწრებ ბმულს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203