
აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი ცოდნა. ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ისინი ზრუნავენ ახალგაზრდების მრავალმხრივ განვითარებაზე და ცდილობენ, განუვითარონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების ყველაზე ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.
სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების დამსახურებით, ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებულები მუდმივად წინსვლასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულები, რაზეც მეტყველებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაფიქსირებული მათი შედეგები.
ამჯერად გვინდა გაგაცნოთ ბარბარე გერგედავა და ლიზი შონია, რომელთაც მაღალი შეფასებები დაიმსახურეს და ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული წაღმატებით, არა მხოლოდ ოჯახს, არამედ მშობლიურ სკოლას, ამაგდარ პედაგოგებს სიამაყის საფუძველი შეუქმნეს.
გიზიარებთ მოსწავლეთა შდეგებს:
ბარბარე გერგედავა - ქართული ენა და ლიტერატურა - 59; ინგლისური ენა - 66; მქიმის - 46; ბიოლოგია - 54.
ლიზი შონია - ქართული ენა და ლიტერატურა - 57; ინგლისური ენა - 64.