
ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად პედაგოგებს, განსაკუთრებით ახალბედა მასწავლებლებს არაერთი კითხვა უჩნდებათ ელექტრონულ ჟუირნალთან დაკავშირებით, ამიტომ რამდენიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგაწვდით.
როგორ შეიძლება ელექტრონული ჟურნალის გააქტიურება? - ყველა საჯარო სკოლის მონაცემების (მასწავლებლებისა და მოსწავლეების სია, კლასები და საგაკვეთილო ბადე) ასახვა ხდება ავტომატურად ზოგადი განათლების მართვის სისტემა eschool-დან. შესაბამისად, ყველა მასწავლებელს საკუთარი Microsoft 365- ის მომხმარებლის მონაცემებით შეუძლია ავტორიზაციის გავლა, რის შემდეგაც შეძლებს საკუთარ კლასებში აქტივობების განხორციელება/ასახვას.
ელექტრონული ჟურნალის გამოყენებისთვის უნდა შეხვიდეთ ვებ გვერდზე: Onlineschool.emis.ge
ყველა მასწავლებელს საკუთარი Microsoft 365- ის მომხმარებლის მონაცემებით შეუძლია ავტორიზაციის გავლა, რის შემდეგაც შეძლებს საკუთარ კლასებში აქტივობების განხორციელება/ასახვას.
შენიშნა: იმისათვის, რომ მასწავლებელმა შეძლოს ელ. ჟურნალის გამოყენება სისტემა Eschol - ში უნდა იყოს ასახული ინფორმაცია (მასწავლის პირადი მონაცემები, კლასები სადაც ის ასწავლის).