რა ნივთების მიტანაა აკრძალული სკოლაში - სია
07-09-2025

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მკაცრად არის განსაზღვრული აკრძალული ნივთების სია. 2025-2026 სასწავლო წელი სულ მალე დაიწყება, ამიტომაც გთავაზობთ იმ ნივთების ჩამონათავალს, რომელიც სკოლაი არ უნდა მიიტანონ მოსწავლეებმა მასწავლებლებმა და ზოგადად, სკოლაში მომუშავე ადამიანებმა.

მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით:

ა) თამბაქოს ნაწარმი;

ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად;

გ) სანთებელა ან ასანთი;

დ) ალკოჰოლური საშუალებები;

ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;

ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;

ზ) აზარტული თამაშის საშუალებები;

თ) უხამსობის ამსახველი ნივთები;

ი) ნარკოტიკული საშუალებები;

კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები;

ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული ნივთების აღმოჩენა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203