
საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები ხშირად ხდება განხილვის საგანი: პერსონალი დაბალ ანაზღაურებას უჩივის, განსაკუთრებით რეგიონებში. იქიდან გამომდინარე, წელს თვითთმართველობის არჩევნები ტარდება, გაჩნდა მოლოდინი, რომ სექტემბრიდან შესაძლოა სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულებს ხელფასი მოემატოთ.
თბილისის ბაღების არაერთი წარმომადგენელი etaloni.ge-ს დაუკავშირდა დეტალების დასაზუსტებლად. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ინფორმაციის გადამოწმება თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გადავწყვიტეთ.
სტრუქტურაში განახადეს, რომ ოფიციალური დოკუმენტი, საბავშვო ბაღებში ანაზღაურების მომატების თაობაზე, არ აქვთ, ზოგადად კი საკითხს მთავრობა არეგულირებს; ამიტომ გადაჭრით თქმა - მოიმატებს თუ არა თბილისის ან რეგიონების ბაღებში ხელფასები, ამ ეტაპისთვის, შეუძლებელია.