ცვლილება 25 აგვისტოდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი ავრცელებს
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, 25 აგვისტოდან, ამოქმედდება ვიზიტის წინასწარი ჯავშნის სისტემა.
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების სერვისებზე, ფიზიკური პირების (საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები) მხრიდან საგრძნობლად გაზრდილია მომართვიანობა.
იმისათვის, რომ ფიზიკურ პირებს არ მოუწიოთ საგანმანათლებლო დოკუმენტების შემოსატანად ხანგრძლივი დროით რიგში დგომა, მიმდინარე წლის 25 აგვისტოდან, ცენტრში ამოქმედდება ვიზიტის წინასწარი ჯავშნის სისტემა. აღსანიშნავია, რომ ფიზიკურ პირებს წინასწარი ჯავშნის გარეშეც შეეძლებათ ცენტრში განცხადებების შემოტანა“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ცენტრის ცხელ ხაზზე: 2 02 21 21