ცნობილია, რამდენ აბიტურიენტს დააკლდა ქულა აპელაციის შედეგად - სტატისტიკა  
20-08-2025
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეთა აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა. 
 
 
2025 წელს 113 326 ნაშრომიდან გასაჩივრდა 3274, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 2.89%-ია.  წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა. არავის მოუმართავს  საპრეტენზიო განაცხადით ფრანგულ ენაში.  
 
გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით:
 
ქართული ენა და ლიტერატურა  -1297;
ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) - 29;
ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) - 16;
ინგლისური ენა - 656;
რუსული ენა -10;
გერმანული ენა - 6;
ფრანგული ენა - 0;
მათემატიკა - 416;
ისტორია - 250;
გეოგრაფია  - 43;
ბიოლოგია -241;
ქიმია - 64;
ფიზიკა - 14;
ლიტერატურა - 38;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - 13;
სამოქალაქო განათლება - 181.
 
შეფასება  შეიცვალა სულ 1005  ნაშრომის შემთხვევაში, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.89%-ია. ქულა მოემატა 1003 ნაშრომს, ხოლო ქულის დაკლება მოხდა 2 ნაშრომის შემთხვევაში.
 
აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, აპელაციისათვის გადახდილი თანხა წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდებათ.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203