
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა. ოფიციალური მონაცემებით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 97.24 % -მა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა - 2.76 % -მა; აქედან 127-მა აპლიკანტმა მიიღო მაქსიმალური - 60 ქულა.
რაც შეეხება ინგლისურ ენას, მაქსიმალური ქულა მიიღო 1095-მა აბიტურიენტმა - მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა 95.68 % -მა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 4.32 % -მა.
ისტორიაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 98.19 % -მა, ხოლო 1.81 % -მა ვერ გადალახა - რაც შეეხება მაქსიმალურ ქულებს, მხოლოდ 8 აპლიკანტმა მიიღო.
მათემატიკის გამოცდაზე აბიტურიენტთა ჩაჭრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 15.83 % -მა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა 84.17 % -მა, უმღლესი შეფასება კი 47-მა აპლიკანტმა დაიმსახურა.
დეტალური ინფორმაცია, სგნების მიხედვით მიღებული ქულების შესახებ იხილეთ ბმულზე.