მომავალ დამრიგებლებს, დირექტორებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყებამდე დეტალური ინსტრუქცია გააცნეს
19-08-2025

მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერმა ცენტრმა, პირველ კლასში რეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სკოლაში ეფექტიანი ტრანზიციის დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა სკოლის წარმომადგენლებსა და პირველ კლასში რეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან.

შეხვედრის ფარგლებში სკოლის დირექტორებს, მომავალ დამრიგებლებს, მასწავლებლებსა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს ინფორმაცია მიეწოდათ იმ ღონისძიებების შესახებ,  რომლებიც აუცილებელია დაიგეგმოს და განხორციელდეს ბავშვის სკოლაში წარმატებული ადაპტაციისა და ჩართვისთვის, მათ შორის ხაზი გაესვა სასწავლო წლის დაწყებამდე სასკოლო გარემოს მოსწავლის საჭიროებაზე მორგებას, საგანმანათლებლო და განმავითარებელი რესურსების და სპეციალისტების მობილიზებას, ტრანზიციის გეგმის შედგენას, სადაც მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში ეფექტიანი ინტეგრაციისთვის მიზნობრივი ღონისძიებების გეგმა უნდა იყოს გაწერილი.

მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების ინფორმირება მოხდა ტრანზიციის პროცესის მნიშვნელობაზე, მათ პასუხისმგებლობაზე, სასკოლო თემთან თანამშრომლობაზე და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც მათი შვილების ადაპტაციის პროცესში უნდა განხორციელდეს.

საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 500-მდე საჯარო სკოლის წარმომადგენელმა და 100-მდე მშობელმა.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203