
2025 წლის 18 აგვისტოს სკოლებმა 113 ახალი ვაკანსია გამოაცხადეს - კადრებს ეძებენ როგორც დედაქალაქის ისე რეგიონების საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
მათემატიკა, უცხოური ენა, ჭადრაკი, დაწყებითები, გეოგრაფია, ისტორია, მუსიკა... ეს არასრული ჩამონათვალია იმ საგნებისა, რომელთა სპეციალისტებზეცაა მოთხოვნა - დეტალური ინფორმაცია მასწავლებლის სახლის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას, რა მოთხოვნებს უყენებენ სკოლები მომავალ თანამშრომლებს და რა არის საჭირო დასაქმებისთვის.
დეტალური ინფორმაცია, სკოლებში გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ, იხილეთ ბმულზე.